LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიახლეები არის როგორც ჩემს სოლო კარიერაში, ისე „ქუჩის ბიჭების“… გააქტიურების პროცესში ვართ“ – პაატა ხაჩიძე

13
პაატა-ხაჩიძე1

17 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ პაატა ხაჩიძე და ვასიკო მელექსიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „სიყვარულის დასასრულამდე“ და „ეს დრო“ პრემიერა შედგა.

 ვასიკო, მოგვიყევით თქვენზე, თქვენს შემოქმედებაზე და იმაზე, თუ როგორ დაიწყო თქვენი და პაატას მეგობრობა და თანამშრომლობა.

ვასიკო: უკვე 6 წელია ემიგრანტი ვარ, ვმოღვაწეობ ისრაელში, ვატარებ კონცერტებს. მაქვს სხვა სამსახურიც და როგორც ყველა ემიგრანტი, მივყვები ემიგრანტულ ცხოვრებას. რაც შეეხება პაატას გაცნობას, ქართველ მომღერლებთან ერთად დავგეგმეთ კონცერტი ისრაელში და ასე შედგა ჩვენი მეგობრობა. სხვათა შორის, 20 მაისს გვაქვს დაგეგმილი კონცერტი.

ვისაუბროთ თქვენს სიმღერაზე „სიყვარულის დასასრულამდე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ვასიკო: სიმღერის ტექსტი მარიამ კუბლაშვილის გახლავთ. ჩაიწერა ისრაელში. სიმღერის არანჟირება აჩიკო ოშხერელს ეკუთვნის.

პაატა, ვისაუბროთ შენს სიახლეებზე.

პაატა: სიახლეები არის როგორც ჩემს სოლო კარიერაში, ისე „ქუჩის ბიჭების“. ასე ვთქვათ, გააქტიურების პროცესში ვართ. აქვე დავაანონსებ, რომ 26 მაისს „მონო ჰოლში“ „ქუჩის ბიჭებს“ საპრეზენტაციო სოლო კონცერტი გვექნება და ველოდებით ჩვენს მსმენელს. ბევრი ითხოვს, რომ ჩავწეროთ ახალი სიმღერა და ზუსტად ამ პროცესებში ვართ ახლა. ამ კონცერტზე გვექნება 2 სრულიად ახალი სიმღერა და დანარჩენი სიმღერების ახალი ვარიანტები. სოლო კარიერას რაც შეეხება, ვიტყვი, რომ პრიორიტეტად მაინც „ქუჩის ბიჭები“ რჩება ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ბიჭებისთვისაც. გვაქვს ხოლმე პატარა პაუზები, როცა გურამიკო არ არის საქართველოში ან ჩვენ გვიწევს გასვლა ქვეყნიდან, ამიტომ პარალელურად სოლო კარიერაზეც ვმუშაობთ. გვიწევს ცალ-ცალკე გამოსვლაც და ამიტომ ვაკეთებთ სოლო სიმღერებსაც.

ვისაუბროთ შენს ახალ სოლო ნამუშევარზე, „ეს დრო“.

პაატა: მე მეკუთვნის მუსიკა და ტექსტი. სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემთვის გავაკეთო რეპერტუარი და იმ პერიოდში, როცა ამ ყველაფრისთვის ვიცლი, ჩემს მეგობართან, მუსიკოს აჩიკო ოშხერელთან ერთად ვმუშაობ ხოლმე. სულ ახლახან გავაკეთე სიმღერა „ეს დრო“. ეს ლექსი ერთი წლის წინ დავწერე, იყო მუსიკაც და საბოლოოდ აქამდე მოვედით. მუშაობა რამდენიმე დღის უკან დავასრულეთ. სიმღერის არანჟირება აჩიკო ოშხერელს ეკუთვნის. ვფიქრობ კლიპის გაკეთებაზეც.

 

პაატა ხაჩიძე – ეს დრო

 

ვასიკო მელექსიშვილი – სიყვარულის დასასრულამდე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g