LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლეები „მარმენიოსგან“ – ივენთკომპანიამ სერვისი გააფართოვა

933

 „მარმენიო“ სერვისს აფართოებს. ივენთკომპანია მომხმარებელს ნებისმიერი სახის წვეულებასთან დაკავშირებით, სრულ მომსახურებას სთავაზობს.

როგორც „ფორტუნას”„მარმენიოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიამ ბარნაბიშვილმა განუცხადა, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება აქამდე მხოლოდ ღონისძიებების გაფორმება იყო, ამიერიდან კი მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, წვეულებების სრული ორგანიზება სწორედ  „მარმენიოს” ანდოს.

„როგორც იცით, კომპანია 2016 წლის ოქტომბერში დავაარსეთ, თუმცა ბაზარზე აქტიურად 2017 წლის მარტიდან გამოვჩნდით. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში ივენთკომპანიებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენი მომსახურება უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა. ამჟამად, ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება, იქნება ეს ქორწილი, კორპორატიული საღამო, დაბადების დღე, თუ სხვა ივენთი. ჩვენი გუნდი კლიენტთან ერთად არჩევს ლოკაციას, მენიუს, გაფორმებას და მომხმარებლის გემოვნებისა და სურვილის მიხედვით აორგანიზებს ღონისძიებას. ფაქტობრივად, თუ აქამდე მხოლოდ ვაფორმებდით ღონისძიებას, ახლა აბსოლუტურად ყველა საქმეში ვართ ჩართული – გაფორმება, მუსიკალური ნაწილის ორგანიზება (ბენდების, მომღერლების მოყვანა), ფოტო და ვიდეო გადაღება, ა.შ. ამასთან, წვეულების დასრულებამდე ვართ ადგილზე, ვაკონტროლებთ სიტუაციას, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს ”, – აღნიშნა მარიამ ბარნაბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „მარმენიოს“ ცნობადობა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, ღონისძიებების რაოდენობაც მუდმივად მზარდია. „მარმენიოს“ სერვისით სარგებლობენ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ასევე ქართულ ბაზარზე არსებული უმსხვილესი კომპანიები.

როგორც „მარმენიოს“ დამფუძნებელი ამბობს, ივენთკომპანია სამომავლოდ სერვისის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას გეგმავს და ამ მიღწევებზე გაჩერებას არ აპირებს. მანამდე კი, ოქტომბრის ბოლოდან ზამთრის პერიოდის ჩათვლით, „მარმენიო” მომხმარებელს ფასდაკლების აქციებს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, „მარმენიო“ ძველქართული სიტყვაა და ბედისწერას ნიშნავს. სწორედ ბედისწერას უკავშირდება ის საქმიანობაც, რომელსაც ამავე სახელით დაფუძნებული ქართული ივენთკომპანია ახორციელებს.

 „მარმენიოს“ შექმნის იდეა ჩემი ქორწილის ორგანიზებისას დაიბადა. მე და კომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა -ნინო ჩხიკვაძემ გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეკეთებინა ქორწილის ორგანიზება. საკმაოდ ლამაზი ქორწილი გამოვიდა, თან იაფად. რამდენიმე თვის შემდეგ, მოვიფიქრეთ სახელი, ლოგო”, – აღნიშნა „ფორტუნასთან” ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ”მარმენიოს” დამფუძნებელმა.

მარიამ ბარნაბიშვილის თქმით, ივენკომპანიის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მისაღებ ფასებში ქორწილისა და სხვა ”ივენთების” ორგანიზება იყო.

ცნობისთვის, საქართველოში ქორწილის ორგანიზების ივენთკომპანიისთვის დაკვეთა თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მომხმარებელი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გაფორმებას, ივენთ-მენეჯერებს ანდობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g