რამდენიმე დღის წინ სარა ჯესიკა პარკერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „სექსი დიდ ქალაქში 3“ ეკრანებზე აღარ გამოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ერთ-ერთი მთავარი მსახიობის, კიმ კეტროლის უარი გახდა ფილმში მონაწილეობაზე.
როგორც ჩანს, ამ ამბავმა ძალიან გააბრაზა სერიალის თაყვანისმცემლები – მათ შორის ცნობილი თაყვანისმცემლებიც. მაგალითად, ამ დღეებში მომღერალმა სიამ სამანტას როლის შესრულების სურვილი გამოთქვა, რათა სერიალი გადაიღონ.
„მოდით, მე შევასრულებ სამანტას როლს და ხალხს მივცემთ მეტ „სექსს დიდ ქალაქში“. უბრალოდ ვითომ ბევრი პლასტიკური ოპერაცია მაქვს გადატანილი!“, – დაწერა სიამ „ტვიტერზე“.