რომის პაპი გამოდის ინიციატივით, რომ ყოველი წლის ივლისში ბებია-ბაბუებისა და ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაპმა დღესასწაულის დაწესების თაობაზე ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.
“ისინი შეგვახსენებენ, რომ სიბერე საჩუქარია და რომ ბებია და ბაბუა არის კავშირი თაობებს შორის, რათა ახალგაზრდებს გადავცეთ ცხოვრებისეული გამოცდილება და რწმენა.
ბებიები და ბაბუები ხშირად დავიწყებულნი არიან. მოდით, ნუ დავივიწყებთ ამ სიმდიდრეს, გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მას. ”- განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
კათოლიკური ეკლესია ამ დღეს ივლისის მეოთხე კვირას იზეიმებს.