LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სი­ბო­რო­ტე და უგუ­ნუ­რე­ბაა.. რო­გო­რი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და რა სევ­დი­ა­ნია ეს ყო­ვე­ლი­ვე“ – წილოსანი ბერძენიშვილზე

352
ლევან ბერძენიშვილი და ნინო წილოსანი

„ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ ვფიქ­რობ, რა და­ვარ­ქვა ამ ბო­როტ დე­მა­გო­გი­ას..“, – ამ განცხადებით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი, ფილოსოფოს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მეფე ერეკ­ლე და თა­მარ მეფე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მე­ფე­ე­ბი არი­ან.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოში, სადაც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი აღნიშნულ თემებს განიხილავს, წილოსანი სიბოროტესა და უგუნურებას უწოდებს და წერს:

„ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ ვფიქ­რობ, რა და­ვარ­ქვა ამ ბო­როტ დე­მა­გო­გი­ას.. სიღ­რმი­სე­ულ მსჯე­ლო­ბა­ში რომ არ შე­ვი­დე, ნა­თე­ლია, რომ ყვე­ლა­ფე­რი იმის ნგრე­ვა­სა და გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, რაც ქარ­თვე­ლებს ჩვენს იდენ­ტო­ბა­ში გვაქვს

თუ გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე ბრწინ­ვა­ლე არ არის, თუ თა­მა­რი და ერეკ­ლე უნდა ჩა­რე­ცხოთ, მა­შინ ვინ ხართ თქვენ, ბა­ტო­ნო ლე­ვან, რო­გო­რი ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლე­ბის და ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლე­ბის?

რამ­ხე­ლა სი­ბო­რო­ტე და უგუ­ნუ­რე­ბაა ამ ყვე­ლა­ფერ­ში. ამ მავ­ნებ­ლო­ბის ფონ­ზე, ის რაღა მო­სა­ტა­ნია, ლეკ­ვი ლო­მი­სა სწო­რია-ს იდეა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ რომ და­ა­ყე­ნეთ, ბა­ტო­ნო ლე­ვან. რო­გო­რი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და რა სევ­დი­ა­ნია ეს ყო­ვე­ლი­ვე.

დიდი იმე­დი მაქვს, იქ მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რა­ღაც მო­მენ­ტში მა­ინც მიხ­ვდა, თუ რა სი­გი­ჟე­ებს უს­მენ­და და რა ალა­პა­რა­კებ­და აღ­ნიშ­ნულ პირს“. – წერს ნინო წი­ლო­სა­ნი Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის,  გავრცელებულ ვიდეოში ლევან ბერძენიშვილი ამბობს: „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე, ბრწყინ­ვა­ლე, რომ­ლის დრო­საც დავ­კარ­გეთ ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო, თა­მარ მეფე – ამა­ზე ლა­პა­რა­კიც არ მინ­და, ეს იყო კა­ტას­ტრო­ფა ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში – თა­მა­რის მე­ფო­ბა.

 

ამ დღეების განმავლობაში, სულ ვფიქრობ, რა დავარქვა ამ ბოროტ დემაგოგიას.. სიღრმისეულ მსჯელობაში რომ არ შევიდე, ნათელია, რომ ყველაფერი იმის ნგრევასა და გაუფასურებას ისახავს მიზნად, რაც ქართველებს ჩვენს იდენტობაში გვაქვს – თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?

რამხელა სიბოროტე და უგუნურებაა ამ ყველაფერში..

ამ მავნებლობის ფონზე, ის რაღა მოსატანია, ლეკვი ლომისა სწორია-ს იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენეთ, ბატონო ლევან. როგორი დეგრადირებული აზროვნების მაჩვენებელია და რა სევდიანია ეს ყოველივე…

დიდი იმედი მაქვს, იქ მყოფი საზოგადოება, რაღაც მომენტში მაინც მიხვდა, თუ რა სიგიჟეებს უსმენდა და რა ალაპარაკებდა აღნიშნულ პირს ..

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on კვირა, 30 ივლისი, 2023

 

ის იმ­დე­ნად არას­წო­რი იყო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს მე­ფო­ბა და რე­ლი­გია და სა­ქარ­თვე­ლო და­იბ­ნა, „ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ ხომ წე­რია, რომ ქალი არ უნდა იყოს მეფე, ხომ წე­რია, რომ ტა­რი­ე­ლი გა­მეფ­და, ავ­თან­დი­ლი გა­მეფ­და, თი­ნა­თი­ნი და ნეს­ტა­ნი ხომ არ გა­მე­ფე­ბუ­ლა?!

ანუ „ვე­ფხის­ტყა­ო­სან­მა“ პირ­და­პირ გვი­თხრა, სწო­რი რა არის და სწო­რი რა არ არის. დის მკვლე­ლო­ბა, ქა­ჯეთ­ში გაგ­ზავ­ნა და ა.შ. სწო­რი რომ არ არის. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხის საყ­ვა­რე­ლი მე­ფე­ე­ბი არი­ან თა­მა­რი და ერეკ­ლე – ორი ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ჩვე­ნი მეფე“. – ამბობს ლევან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g