LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიჩქარის და სიცივის ეშინოდა…საჭესთან სხვა იჯდა, უთქვამს, გზამდე გაგიყვანო და…“ – თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდათელი ზაზა ვაშაყმაძე ემსხვერპლა

4288
ზაზა ვაშაყმაძე

10 თებერვალს, თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის მკვიდრის ზაზა ვაშაყმაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

„დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ზაზა 21 წლის იყო. გამორჩეული… ჩვენი თვალებციმციმა ბიჭი ზაზუკა აღარ გვყავს. ელიავაზე მუშაობდა. ღამის ცვლიდან მოდიოდნენ, ფონიჭალაში ცხოვრობდა. ძმაკაცს უთქვამს, გზამდე გაგიყვანო და ჩაუჯდა მას მანქანაში და დაგვღუპა. მისი მეგობარი იჯდა საჭესთან.

სიჩქარის და სიცივის ეშინოდა. ძალიან თბილი და კეთილი ბიჭი იყო. ყველანი განადგურებულები ვართ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საოცრად მზრუნველ ოჯახში გაზრდილი ბიჭია. მართლა კარგი შვილი. ბებიამ გაზარდა. დედამისი თურქეთში მუშაობდა, სალონში . ახლახანს ააშენეს კერძო სახლი და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ახლა ამ საშინელი რეალობის წინაშე ვართ“, -ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბარში გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

magti 5g