LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილია ევროპის ყველაზე ცხელი ადგილია

147
Capture

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ევროპის კონტინენტის ტემპერატურული რეკორდი ოფიციალურად დაადასტურა. რეკორდი 48,8 გრადუსი იყო და ის სირაკუზში, სიცილიის კუნძულზე 2021 წლის 11 აგვისტოს დაფიქსირდა. სიახლის შესახებ CBS News წერს.

რეკორდის დასადასტურებლად სპეციალისტებმა 3 წელი იმუშავეს. მათ ყველაფერი დეტალურად შეამოწმეს და ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები ნამდვილად სწორი იყო.

წინა ტემპერატურული რეკორდი ევროპაში 1977 წლის 10 ივლისს ათენში იყო დაფიქსირებული. მაშინ თერმომეტრმა 48 გრადუსი აჩვენა. თუმცა, ეს მაჩვენებელი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ ყოველი მეხუთე ევროპელი გლობალურ დათბობას კაცობრიობის მთავარ პრობლემად მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები