LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილიაში სახლები ერთ დოლარად იყიდება

960
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-191126115524-salavatore-giallombardo-6

იტალიური ქალაქები იცლება და ახალ მოსახლეებს ეძებს, ამის შესახებ ,,სიენენი” წერს. საკმაოდ გრძელ სიას კიდევ ერთი დანიშნულება ულამაზესი ბივონა შეუერთდა. სიცილიის სამხრეთში მდებარე კუნძული მზადაა, რომ გადაბარგების მსურველებს გადასახადები შეუმციროს და უფრო მეტიც, სახლები მხოლოდ ერთ დოლარად მიყიდოს.

ისევე როგორც სხვა მიტოვებულ ქალაქებში, ბივონაშიც პრობლემა ახალგზარდა თაობაა, რომელიც სახლებს ტოვებს და უკეთესი ცხოვრების იმედით დიდ ქალაქებში გადადის.

ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა და ამჟამად ქალაქში 3800-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.

არადა ბივონას ძალიან ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. მეგობრული ქალაქი ახალი მოსახლეებისგან დიდ დეპოზიტს არ ითხოვს და ძველი სახლის შესაკეთებლად 4 წელს აძლევს. დასახლება ძალიან ლამაზია, აქვს უგემრიელესი სამზარეულო და თან ადგილობრივები ძალიან სტუმართმოყვარეებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ ბივონას გარდა, იქვეა მოლიზეს რეგიონი, სადაც ნებისმიერ ადამიანს ვინც დასახლდება და თან ბიზნესს დაიწყებს – 27 ათას დოლარიან ჩეკს გადასცემენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g