LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცხიანი ამომრჩევლებისთვის ცალკე სივრცე არ შეიქმნება, 15 წუთში ვირუსს ვერ გაავრცელებენ – თამარ ჟვანია

133
6e6b736f77dd07b0a373e582bb4b1e3c-XL

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც საარჩევნო უბნებზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ხმის მიცემისთვის ცალკე სივრცე სავარაუდოდ, არ შეიქმნება და ამაზე საუბარი არც ყოფილა. მისი განმარტებით, ვირუსის გადადების საფრთხედროის მცირე მონაკვეთში ნაკლებია. ჟვანიას თქმით მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება არ უნდა ჩამოერთვათ იმის გამო, რომ მათი სიცხის მიზეზი გარკვეული არ იქნება.

„ჩვენ არ ვიცით, რა არის სიცხის მიზეზი და ამის გამო კონსტიტუციურად გარანტირებული ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა იქნება ძალიან რთული საკითხი, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ ამომრჩეველს 5-10 წუთიანი კონტაქტი უწევს უბანზე. ყველაზე ნაკლებად საფრთხის შემცველია, მათ შორის პანდემიის პირობებში, ამომრჩევლისთვის უბანზე მისვლა, ვინაიდან, ამომრჩეველს არ უწევს 15 წუთზე მეტის კონტაქტის განხორციელება საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვითვლით ხოლმე და ვიცით, რომ ამომრჩეველს სჭირდება დაახლოებით 5-10 წუთი რომ შევიდეს უბანზე, მოხდეს მისი იდენტიფიცირება და განახორციელოს ხმის მიცემა. შესაბამისად, 15 წუთზე და ნაკლები დროის კონტაქტი არ ითვლება რისკის მქონე კონტაქტად. თუმცა, როდესაც უბანზე რიგი იქნება, უნდა იყოს რეკომენდაცია, რომ დავიცვათ ფიზიკური, სოციალური დისტანცია“ – განაცხადა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g