“მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი – უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა”, – პრემიერ-მინისტრი კინოსა და თეატრის მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს სოციალური ქსელში აქვეყნებს.
მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა
“ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი – უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა.
ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას.” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
კახი კავსაძე დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო თვეების განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.