სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, ფონდი „სიცოცხლის ხე“ მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს.
გრანტით სოციალური საწარმოს იდეა დაფინანსდება, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. კერძოდ, ისეთი პროექტებზე, რომლებიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, სულ მცირე, 2 წევრისაგან შემდგარ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი, აკეთონ ბიზნესი და ამასთანავე, იზრუნონ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე.
თითოეული გრანტის მოცულობა 50,000 ლარამდე განისაზღვრება.
საპროექტო განაცხადების მიღება 2017 წლის 10 სექტემბერს დასრულდება. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური წლის ბოლომდე გამოავლენს.