LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლის ხემ“ შშმ ბავშვებისთვის ახალი სივრცე შექმნა

308

საქართველოს ბანკის” ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო. ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ორგანიზაციას „მზის შვილები“, 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნი, ასევე მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები, გადასცა.

sicocxlis

”ორგანიზაციას 21 ბენეფიციარი ჰყავს, დღეიდან ისინი შეძლებენ სპეციალური ავეჯით და თვალსჩინო მასალით აღჭურვილ სივრცეში , სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიიღონ ინკლუზიური განათლება და კიდევ უფრო მეტად მოახდინონ სოციალური ინტეგრაცია”,- განაცხადეს ფონდში.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაცია „მზის შვილები“-ს ბენეფიციარები არიან, დაუნის სინდრომის  და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილ ინკლუზიურ საგანმანათლებლო  სივრცეში კი სპეციალური  სათამაშოების დახმარებით წარიმართება მეცადინეობა, ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის.

ამასთან, ინკლუზიური საგანმანათლებლო ოთახის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ად­ვი­ლა­დ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მოსწავლის ინდივიდუალური  სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე­ვე, სპეციალური მეთოდით არის გან­ლა­გე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g