LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“ ჩანაცვლდა – მიზეზს კალაძე განმარტავს

75

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული. ასე უპასუხა კალაძემ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ჩანაცვლდა სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“.

„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

წარწერა თავისუფლების მოედანზე, საახალწლო მორთულობასთან ერთად განთავსდება და ჩაანაცვლებს სლოგანს — “სიცოცხლით სავსე ქალაქი”.

„სხვანაირად აეწყობა“ – დაიხარჯება თუ არა თანხა ბიუჯეტიდან და როგორი იქნება დედაქალაქის ნაძვის ხე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g