LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდედრის მკვლელობისთვის სიძე 23 წლიანი პატიმრობით დაისაჯა

117
57371442

განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი სიდედრის მკვლელობისთვის ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა განზრახ მკვლელობისა, მას ბრალად ედებოდა ასევე ყოფილი ცოლის და სიმამრის მიმართ ძალადობა, თუმცა სიდედრისგან განსხვავებით, მეუღლეს და სიმამრს გაუმართლათ და მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

შემთხვევა 2017 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც ბრალდებული ყოფილი მეუღლის – ნ.რ.-ს სახლში შეიპარა და განქორწინებით განაწყენებულმა, მძინარე ნ.რ.-ს მოკვლის მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ხ.ყ.-მ ასევე დაზარალებულის დასახმარებლად ოთახში შესულ ყოფილი მეუღლის დედას – დ.კ.-ს და მამას ვ.დ.-ს ოჯახის სხვა წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურის ცნობით, მიმალვაში მყოფი ხ.ყ. 2019 წლის 5 თებერვალს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დედის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში და ყოფილი მეუღლის და მეუღლის მამის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ხ.ყ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის – 3 ათასი ლარის გადახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები