LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიძემ ქორწილი გააუქმა, მიზეზი ის გახდა, რომ პატარძალმა გამოცდაზე ცუდი ქულები მიიღო

122
Capture

ინდოეთში სიძემ ქორწილი გააუქმა მას შემდეგ რაც პატარძალმა გამოცდაზე ცუდი ქულა მიიღო. Odisha TV-ის ინფორმაციით, გოგონას მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდა უნდა ჩაებარებინა.

პატარძლის მამის ინფორმაციით, მოყვრებმა ქორწილის გაუქმება სწორედ ცუდი განათლების მიზეზით ახსნეს. გაბრაზებულმა სასიმამრომ მომავალ ნათესავებს პოლიციაში უჩივლა და კონფლიქტის მოგვარება მოითხოვა.

პატარძლის მხარე დარწმუნებულია, რომ სიძისიანებს სინამდვილეში მზითვი არ აკმაყოფილებთ და რეალური მიზეზი სწორედ ესაა.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ პატარძლის მხარემ წინასაქორწილო ცერემონიაზე 60 ათასი რუპია დახარჯა და სიძეს 15 ათას რუპიად შეფასებული ოქროს ბეჭედიც აჩუქა. რამდენიმე დღის შემდეგ კი სიძის ოჯახმა მზითვის გაზრდა მოითხოვა.

როდესაც გოგონას მამამ მათ უთხრა, რომ ამის საშუალება ფიზიკურად არ ჰქონდა, მოყვრებმა ქორწილზე უარი თქვეს. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ პატარძალმა გამოცდაზე ცუდი ქულები მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები