LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიენენი: კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს მინიმუმ ხუთთვიანი იმუნიტეტი რჩება

147

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ინფექციის მიმართ იმუნიტეტი დაახლოებით 5 თვე რჩებათ. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები ,,ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში” ჩატარებული კვლევის შედეგად მივდინენ.

კვლევაში ჯანდაცვის სფეროს 20 000-ზე მეტი წარმომადგენელი მოხალისე მონაწილეობდა. ადამიანების ორი ჯგუფი, რომელთაგან ერთში ვირუსგადატანილი მოხალისეები შედიოდნენ, მეორეში კი ისინი, ვისაც ინფექცია არ დადასტურებიათ, მეთვალყურეობის ქვეშ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ერთ ჯგუფში შედიოდა ჯანდაცვის სფეროს 6000 წარმომადგენელი, ვინც კორონავირუსი გადაიტანა,  მეორეში კი მათი 14 000 კოლეგა, ვინც ინფიცირებული არ ყოფილა. ორივე ჯგუფის წარმომადგენლები რეგულარულად გადიოდნენ ვირუსზე ტესტირებას. დადგინდა, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანი მინიმუმ 5 თვის განმავლობაში რეინფიცირებისაგან 83%-ით დაცულია. ,,ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის” უფროსი სამედიცინო მრჩევლის, სიუზენ ჰოპკინსის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს იცავს ადამიანს ინფექციის შედეგად ორგანიზმში დარჩენილი ანტისხეულები, თუმცა კვლევის მიხედვით, მინიმალური ვადა 5 თვეა.

გარდა ამისა საყურადღებოა ისიც, რომ უცნობია გამორიცხავს თუ არა იმუნიტეტის არსებობა ვირუსის სხვებისთვის გადაცემის შესაძლებლობას. ჰოკინსის განცხადებით, ამ მიმართულებით კვლევები მომავალშიც გაგრძელდება და ეს ყველაფერი ვაქცინებზე მუშაობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები