LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს“ – ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი „ბორჯომის“ საკითხზე

101
ipiccy_image

ჩვენ ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ, დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული ბორჯომის ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ, იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ ვმუშაობთ პირველი დღიდან, მას შემდეგ რაც „ბორჯომის“ დამფუძნებელი კომპანიის რამდენიმე აქციონერი სანქცირებულია, როგორც იცით რამდენიმე მარეგულირებლის მიერ. ეს პროცესი არის კომპლექსური, იმიტომ რომ, თქვენ იცით, რომ საქართველოს არის საერთაშორისო გადაწყვეტილებების და საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური სანქციების ნაწილი, რომელიც კონსენსუსის ფარგლებშია მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. შესაბამისად ჩვენ პროცესში ვმონაწილეობთ პირველი დღიდან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროცესის მხარე არ ვართ მხოლოდ ჩვენ და არის ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყება, რომლებთანაც დეტალებზე გაუთქმელობის შეთანხმება გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ არის იურიდიული პროცესი, რომელსაც ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ პარტნიორის თანხმობის გარეშე, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გიზიარებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული „ბორჯომის“ ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, 2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი დასავლეთის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g