LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღის ციხის უძველესი გალავანი უკანონოდ შეღებეს

191

სიღნაღის ციხის გალავანი უკანონოდ შეღებეს. ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა, სიღნაღის მერიას ამის ნებართვა არ ჰქოდნა.

მერიაში ამბობენ, რომ ციხე ადრეც შელესილი და შეღებილი იყო, ახლა კი ძველის რესტავრირება მოხდა.

„დღესაც ვნახე ეგ მშენებლობა. ეგ არის მიშენება, ტურისტულ ბილიკზე ასასვლელი. ადრეც ასე იყო, ახლა განახლება მოხდა და შევალამაზეთ. რა, ქვებით ხომ არა ავაშენებდი? შეიძლება თქვენთვის არის სიმახინჯე, მაგრამ ჩემთვის არ არის,“ – აღნიშნა მერმა “რეგინფოსთან”.

საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

სიღნაღის ციხის ფოტოებს მარიამ კიასაშვილი ავრცელებს.

magti 5g