LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკეთე და სილამაზე ერთ სხეულში“ – ლაშა გურგენიძის რჩეულის ულამაზესი ფოტოსესია

513
ანკა მშვილდაძე

მსახიობი ლაშა გურგენიძე და მისი რჩეული, ჟურნალისტი ანკა მშვილდაძე რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ.

ანკამ გამომწერებს მისი გაბედნიერების კადრები გაუზიარა და დაწერა, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვა და ბედნიერია.

„მადლობა, ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის და მშვენიერი სიტყვებისთვის. ნამდვილი სიყვარული ვიპოვე და მინდა, რომ მთელი ცხოვრება გულით ვატარო…“ – წერდა ანკა მშვილდაძე.

წყვილმა უამრავი დადებითი კომენტარი და კეთილი სურვილები მიიღო.

ანკა სოციალურ ქსელში მორიგ ფოტოსესიას აზიარებს.

„ჩემი სილამაზე“,

„ულამაზესი“,

„სიკეთე და სილამაზე ერთ სხეულში“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლაშა გურგენიძე მესამედ დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან, მას ორი შვილი ჰყავს. მისი მეორე მეუღლე თაკუნა მჭედლიშვილი იყო. წყვილმა 2022 წელს იქორწინა.

ლაშა გურგენიძე დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის ახალი რჩეული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g