19 აპრილის ღამით, ახმეტაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლული აჩიკო ჯაბანაშვილის დედის განცხადებით, მის შვილს უთვალთვალებდნენ, შემთხვევის დროს კი 5 ტყვია ესროლეს.
„სიკეთით სავსე შვილი მყავდა. ვის რას უშავებდა, რომ ამ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს და მომიკლეს. პირველი მე ვნახე, ეზოში სროლის ხმაზე გამოვედი და უკვე აღარ იყო. ვის რას უშლიდა ჩემი შვილი. მაგრამ ის ვიცი, რომ უთვალთვალებდნენ, ბოლო 2 დღე სურათებს უღებდნენ და თურმე რა განზრახვა ჰქონიათ“, – თქვა გარდაცვლილის დედამ.
ცნობისათვის, ახალგაზრდა მამაკაცი ახმეტაში 19 აპრილის ღამეს მოკლეს.
ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიყენებული დაზიანებებით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.