LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკვდილის მოლოდინში: სამი წლის ბიჭს ქალაქის მცხოვრებლებმა დაბადების დღეზე აღლუმი მოუწყვეს

305
191118164022-third-birthday-parade-1-exlarge-169

უკურნებელი დაავადების მქონე 3 წლის ნეშს იუბილეზე ასობით მოქალაქემ ნამდვილი აღლუმი მოუწყო. ატროფიის დიაგნოზით დაავადებულ ბავშვისთვის, რომელიც ყოველ დღე უყურებს სიკვდილს თვალებში, შესაძლოა ეს მის ცხოვრებაში უკანასაკნელი დაბადების დღე აღმოჩნდეს.

ნეში 11 თვის იყო, როდესაც დედას, ბრიტნი სტაიმერს ექიმებმა უთხრეს, რომ მისი შვილი ორ წლამდეც ვერც მიაღწევდა. თუმცა სასოწარკვეთა და უიმედობა ერთ დღეში გაქრა.

სოციალურ ინტერაქციას მოწყვეტილი ნეში, თითქმის საათის განმავლობაში, ჩიგაკოს ერთ-ერთ გარეუბანში მცხოვრები, დიდი თუ პატარა ადამიანების ყურადღების ცენტრში მოექცა.

“100-ზე მეტმა სატვირთო მანქანამ, ჯიპმა და ყველა სახის მანქანამ ჩამოიარა, ნეშის დაბადების დღის აღსანიშნავად. მოქალაქეებმა ნეშს ბანანის ბუდინგიც მოუტანეს, ეს ერთადერთი საკვებია, რომელსაც  პირით ჭამს, რადგან საკვებს ინტრავენურად იღებს.” – უთხრა CNN-ს ბრიტნი სტაიმერმა

დედა ამბობს, რომ საზოგადოების ამ მასშტაბის ყურადღება სიურეალისტური იყო.

“ჯადოსნური დღე იყო,ოპტიმისტურად ვარ განწყობილი – ამბობს ბრიტნი სტაიმერი და დასძენს, რომ მომავალ წელს უფრო იმედიანი ელოდება.

ესეც ემოციური მაგალითი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანების ზრუნვას და ნებისმიერი ფორმით გამოხატულ მხარდაჭერას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები