LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილამაზის რა სტანდარტებია მოთხოვნადი ამერიკაში – სილამაზის აკადემია

157
ნათია-ნუცუბიძე

სილამაზის რა სტანდარტებია მოთხოვნადი ამერიკაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“დერმატოლოგმა, კოსმეტოლოგმა ნათია ნუცუბიძემ ისაუბრა.

ნათია, 11 თვეა ამერიკაში ხარ და აგრძელებ შენს პროფესიულ კარიერას, მაინტერესებს რამდენად განსხვავდება სილამაზის ინდუსტრია ამერიკაში და საქართველოში?

განსხვავება ნამდვილად არის… დავიწყოთ იქით რომ ჩვენს განსხვავებული კულტურის ადამიანები ვართ, შესაბამისად მოთხოვნაც ამ სფეროში განსხვავებული გვაქვს. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რა ტენდენციებია აქ და ამერიკაში, აქაც რადიკალურ სხვაობას ვხვდებით. თქვენ იცით, რომ ქართველი პაციენტს უყვარს თავის მოვლა, აქ მოთხოვნა არის ფილერებზე, ბოტოქსზე, რაც შეეხება ამერიკას, იქაური პაციენტი უფრო აპარატურულ მოვლას ანიჭებს უპირატესობას, მათ სურთ გამოიყურებოდნენ ბუნებრივად და მოვლილად. ასევე მოთხოვნადია ის პროცედურები, რომლებიც ტარდება ძაფებით.

რამდენად მომთხოვნია ამერიკელი პაციენტი?

იქ ჩვენ ვმუშაობთ როგორც ადგილობრივი ქართველებისთვის, ასევე ბევრია მექსიკელი და რუსი პაციენტი. პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტები ძალიან მადლიერები არიან, პროცედურის შემდეგ მადლობას არ იშურებენ და შედეგით კმაყოფილები არიან, სასიამოვნოა მათთან კომუნიკაცია. სხვათა შორის მექსიკელებს უყვართ ბოდი-ფილერები და სხეულის კორექცია ფილერების გზით.

გაგიჭირდა იქ გადასვლა?

ბუნებრივია, თავიდან უფრო მეტად გამიჭირდა, მენატრებოდა აქაურობა და ჩემი აქაური პაციენტები. ახლა შეგუების პროცესში ვარ. თუმცა ძალიან სასიამოვნოა, რომ დაფასებული ვარ ამერიკაში, როგორც ფინანსურად, ასევე პროფესიულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები