LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილამაზის სფეროს წარმომადგენლებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

604
60595641_1716770038469257_3946265738825695232_o

საქართველოს სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა სტილისტებს, ვიზაჟისტებსა და მანიკიურის სპეციალისტებს შორის.

ჩემპიონატმა სტრტი დილის 9:00 საათზე აიღო და 20:00 საათზე გრანდიოზული დაჯილდოვებით დასრულდა. წლევანდელი ჩემპიონატი უპრეცენდენტო მასშტაბურობით გამოირჩეოდა. კონკურსანტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან გახლდნენ. ასევე სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული სტუმრებიც იღებდნენ მონაწილეობას. საერთაშორისო კატეგორიის მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებულები 16 ნომინაციაში გამოავლინა და ასევე წლის სტილისტი, ვიზაჟისტი, მანიკური და წლის სალონი დაასახელა. გამარჯვებულებს საშუალება მიეცათ სექტემბერში, პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრონ.

„უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სალონების ეროვნულმა ფედერაციამ დიდი დღესასწაული აჩუქა სრულიად სალონურ სამყაროს. დიახ, ეს იყო ძალიან ბევრი შრომის, გათენებული ღამეების, დაძაბულობის თვეები, თუმცა 7 მაისს დაგვირგვინებული უდიდესი სიხარული“, – განაცხადა საქართველოს სალონების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიძემ.

 

გთავაზობთ ჩემპიონატის ფოტოკოლაჟს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g