LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სილქ უნივერსალზე“ ახალი საზოგადოებრივი თოქშოუ 25 იანვრიდან გავა

eka-adeishvili

„სილქ ტივის“ ერთ-ერთი მთავარი არხი, „სილქ უნივერსალი“, რომელიც აერთიანებს კომპანიის საკაბელო არხების საუკეთესო პროდუქტებს, ქართულ წარმოებას აძლიერებს. 25 იანვრიდან მის სამაუწყებლო ბადეს დაემატება თოქშოუ „ფოკუსი“, რომელიც საზოგადოებრივ თემებზე იქნება ორიენტირებული.

ამ სიახლის შესახებ მისი წამყვანი, ტელეჟურნალისტი ეკა ადეიშვილი fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, გადაცემა ეთერში 25 იანვრიდან, ყოველ პარასკევს, საღამოს ათ საათზე გავა.

ეკა ადეიშვილი:

„ფოკუსი“ არის საზოგადოებრივი თოქ-შოუ, რომელიც იქნება ფოკუსირებული მხოლოდ საზოგადოების რეალურ ინტერესებზე და სწორად შერჩეულ რესპონდენტებთან ერთად გაშლის თემებს, რომ მაყურებელმა უფრო მეტი გაიგოს ამა თუ იმ ახალი რეგულაციისა და ზოგადად, სიახლეების შესახებ. ჩვენი მიზანი არ იქნება სტუმრების ერთმანეთთან დაპირისპირება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოვიწვევთ განსხვავებული პოზიციის ადამიანებს. უბრალოდ, ჩვენი რესპონდენტები იქნებიან საკითხის მცოდნეები, რომელთაც საშუალება მიეცემათ, საკუთარი აზრი ჩამოაყალიბონ.

გარდა სოციალური საკითხებისა და საზოგადოებრივი თემებისა, დაინტერესებული ვართ მომავლის თემების გაშუქებით და ჩვენთვის ეკრანთან ახალი თაობის მოზიდვაა მნიშვნელოვანი. გვაინტერესებს მომხმარებლების უფლებები, ინოვაციური და პროფესიული განვითარება, ქვეყნის განვითარება… პრობლემებს არ გავექცევით, მაგრამ შევეცდებით, დადებითი მხარეები წარმოვაჩინოთ, მოკლედ, გვაქვს პოზიტივის დანახვის ფუნქცია (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g