LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სილქნეტმა“ ტარიფების გაძვირების პროცესი შეაჩერა

5a6ae00de3165

„სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა ტარიფების გაძვირების პროცესი და იმედი მაქვს, „მაგთიც“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა “იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

ბექაურის განმარტებით, ორივე კომპანიამ არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება დააანონსა, ვინაიდან ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა. ბექაურის თქმით, კარგია, რომ კომპანია „სილქნეტმა“ კომისიის მიმართვის საფუძველზე, უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედს იტოვებს, რომ ანალოგიურად მოიქცევა „მაგთიც“.

“ჩვენ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ საცალო ბაზარი დავარეგულიროთ, მათ შორის დავადოთ ზღვრულ ტარიფებზე ვალდებულება კომპანიებს. თუ კომისია მივა დასკვნამდე, რომ ეს ორი დიდი ძალის მქონე ოპერატორი (“სილქნეტი” და “მაგთი”) ბაზარზე ფასების გაძვირებით თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კომისიას უფლება აქვს საცალო ზღვრული ტარიფები დააწესოს”, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, კომპანიების კომისიის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სასამართლოში აქვთ, თუმცა კახა ბექაური ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, რადგან კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g