სილვესტერ სტალონე კიდევ ერთხელ გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი. მსახიობი ერთდროულად რამდენიმე გამოცემამ გარდაცვლილად გამოაცხადა. მიზეზად კი ხანგრძლივი ავადმყოფობა დასახელდა, რომელსაც სტალონე წლებია ებრძოდა. წერდნენ, რომ ის პროსტატის სიმსივნის დიაგნოზით გადაიცვალა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ინტერნეტში სტალონეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
მსახიობმა მოარული ჭორები მალევე თავად უარყო და სოციალურ ქსელში ის ლინკი გაავრცელა, სადაც მისი სიკვდილის შესახებ წერდნენ და დაწერა: „არ დაუჯეროთ ამ სისულელეებს, ცოცხალი და ბედნიერი ვარ.“ აქვე ცნობილი გახდა, რომ მსახიობის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, Creed 2-ის ტრეილერს მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს.
Please ignore this stupidity… Alive and well and happy and healthy… Still punching!
A post shared by Sly Stallone (@officialslystallone) on
Fight time …FANPOSTER!!! Not official #creed 2 #healthylifestyle #rockybalboa1976
A post shared by Sly Stallone (@officialslystallone) on