LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილვესტერ სტალონემ საკუთარი ქალიშვილები გამოაჩინა (ფოტო)

168

წელს დიდი ალბათობით „ოსკარს“ მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის სილვესტერ სტალონე მიიღებს, რომელსაც უკვე აქვს „ოქროს გლობუსი“ ამავე ნომინაციაში. მსახიობი ყველა დაჯილდოვებასა თუ პრემიერაზე თავის ქალიშვილებთან ერთად ჩნდება. დასავლური პრესა სტალონეს ქალიშვილების გამოჩენას წითელ ხალჩაზე აქტიურად აშუქებს და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

19 წლის სოფია სტალონემ 2012 წელს მეორე ოპერაცია გადაიტანა გულზე. ის გულის სარქველის ანომალიით დაიბადა და პირველი ოპერაცია ჯერ კიდევ ჩვილს გაუკეთეს. სტალონე ხშირად საუბრობს ინტერვიუებში თავის უფროს ქალიშვილზე და ამბობს, რომ შვილებიდან ის ყველაზე მეტად გავს. სოფია ამჯერად კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობს და სხვა სტუდენტებთან ერთად საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრობს.

17 წლის სისტინ სატლონე სამოდელო ბიზნესში ცდის ძალებს. გოგონამ უკვე მოაწერა ხელი სამოდელო სააგენტო IMG-სთან და გადაღებულია ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიც არიან Vogue, Teen Vogue და Schon! Magazine. სისტინისთვის მაგალითი დედა, ჯენიფერ ფლავინია, რომელიც 90-იანებში წარმატებული მოდელი იყო.

რაც შეეხება სკარლეტ სტალონეს, ის ჯერ 13 წლის გახლავთ. მართალია ის ჯერ კარიერაზე არ ფიქრობს, თუმცა 2014 წელს მისი დებიუტი შედგა კინოში. მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „დამიჭირე თუ შეძლებ“, სადაც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე ასრულებს.

პირველი ქორწინებიდან სტალონეს 2 ვაჟი ჰყავს, სეიჯი და სერჯო, რომელსაც აუტიზმის სინდრომი აქვს და რომელიც მსახიობს გამორჩეულად უყვარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g