მსახიობსა და რეჟისორს, სილვესტერ სტალონეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ვარსკვლავის წინააღმდეგ სარჩელი სანტა-მონიკას პოლიციაში თავად დაზარალებულმა აღძრა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება. მისი თქმით, შემთხვევა სტალონეს ოფისში 1990 წელს მოხდა.
პოლიცია შემთხვევას სწავლობს, რათა საქმეზე შემდგომი რეაგირება მოახდინოს. რაც შეეხება თავად სტალონეს, ის ბრალდებას უარყოფს და შემხვედრ სარჩელს ამზადებს.