LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმაღლეში 191 სმ ვარ, ციხის საწოლი ივანიშვილის ზომისაა – 157 სმ ” – ოქრუაშვილი საკანში საწოლის ზომის გაზრდას ითხოვს

6352
OQRO (1)

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც 20 ივნისის მოვლენების გამო ციხეში ზის, საწოლის ზომა არ მოსწონს და მის გაზრდას ითხოვს. 

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სიმაღლეში 191 სმ-ია, საწოლის ზომა კი 157 სმ-ია, რაც დისკომფორტს უქმნის.

„საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ). სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია . უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.

წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო. ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი“ – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 ივლისს დააკავეს. მას გამოძიება 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g