გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა სამმა ფეხბურთელმა გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულება გვიან ღამით დატოვა.
სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4 სპორტსმენს შეეფარდა, დანარჩენ შვიდს კი მოსამართლემ გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.