LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირდა, მაგრამ არ ვნებდებოდი” – როგორ დაამარცხეს კოვიდი ცეკვა-ცეკვით

671
FORTUNA.GE- (26)

ცოტახნის წინ, სოციალურ ქსელში, კოვიდ სასტუმროდან გავრცელდა ვიდეოები, რომელის ავტორიც 30 წლის ვიკა ხუბუაა, წარმოშობით აფხაზეთიდან.

ვიკამ და მისმა ოჯახმა კოვიდზე გამარჯვება ცეკვა-ცეკვით მოახერხეს.  განწყობებზე და გამოცდილებაზე სასაუბროდ მას “ფორტუნა” დაუკავშირდა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოგვიყევით ვირუსზე, როდის დაგეწყოთ სიმპტომები და როგორ ვითარდებოდა მოვლენები?

24 ნოემბერს, საღამოს როდესაც სახლში ვისვენებდი ვიგრძენი, რომ ძალიან შემცივდა. დამეწყო თვალების და თავის ტკივილი, თითქოს ვეჭვობდი და შინაგანად მზად ვიყავი იმისთვის, რომ შეიძლებოდა ეს ზუსტად კოვიდი ყოფილიყო, რადგან მსგავსი სისუსტე არასდროს მქონია. ვხვდებოდი, რომ რაღაც განსხვავებული ხდებოდა ორგანიზმში. მეორე დღეს ტემპერატურამ იმატა. მივხვდი, რომ უკვე სასწრაფოდ ტესტირებას ვსაჭიროებდი. სიმპტომების დაწყებიდან მთელი დღეები, სახლში იზოლაციას ვცდილობდი, რადგან სახლში სხვა ოჯახის წევრებისთვის არ მინდოდა რაიმე საფრთხე შემექმნა. დედას ალცაიმერი აქვს, რაც მისი დაინფიცირება დიდ რისკს წარმოადგენდა. 26 ნოემბერს, ძლიერი სიმპტომებით, მე და ჩემი და, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში წავედით, სადაც ვირუსი დაგვიდასტურდა.  ოჯახის დანარჩენი წევრების, ჯანმრთელობის მიზნით, სასწრაფო წესით მივმართეთ კოვიდ სასტუმროს, სადაც  2 კვირა დავყავით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ემოციურად და ფსიქოლოგიურად, როგორი იყო ვირუსთან შეხვედრა?

ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ნებისმიერ პრობლემას დადებითად შევხედო. ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა. იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში გარშემო სულ კორონა მესმოდა, შინაგანად თითქოს მზად ვიყავი, ვხვდებოდი რომ რადგან დამემართა ე.ი უნდა მებრძოლა – მებრძოლა გამარჯვებისთვის. იყო შიშიც, ძირითადად ჩემი გარშემომყოფების დაინფიცირების მეშინოდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ საბოლოოდ მთელი ოჯახი დავვირუსდით, მაგრამ მადლობა ღმერთს ძლიერი იმუნიტეტი აღმოგვაჩნდა და დღეს ყველა კარგად ვართ.

მალევე სოციალურ ქსელში, თქვენი ვიდეოები გამოჩნდა, რა იყო ამ ვიდეოების მიზანი?

დიახ, ხშირად ვკითხულობდი და ვიგებდი ადამიანების განწყობის შესახებ,  რომ ძალიან ცუდად იყვნენ, ისტრესებოდნენ და ემოციურად ვეღარ უმკლავდებოდნენ სიტუაციას. ჩემი ვიდეოებით, მინდოდა თითოეული ადამიანისთვის დამენახებინა, რომ ამ დროს განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მინდოდა მათთვის პოზიტივი მომეტანა და მიმეცა იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

თქვენც ინფიცირებული იყავით, იმ ვითარებაში სხვის განწყობაზე ფიქრი, არ იყო რთული?

სიმართლე, რომ გითხრათ მეც ძალიან მიჭირდა. ძალიან სუსტად ვიყავი, გაუჩერებელი ტკივილებით. მაგრამ არ ვნებდებოდი. არ ვაძლევდი თავს იმის უფლებას, რომ ზურგზე დავწოლილიყავი, უმოძრაოდ ვყოფილიყავი და თავი ნეგატიური ფიქრებისთვის მიმეცა. არა ! – მინდოდა რაც შეიძლება მეტი მემღერა, მეცეკვა და მემოძრავა, ვხვდებოდი, რომ ამ ყველაფრით თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობდი და სხვა ადამიანების განწყობაშიც, ჩემებური წვლილი შემქონდა.

რა დამოკიდებულება ქონდა საზოგადოებას თქვენს პერფორმანსებთან?

სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი გამოხმაურება მოყვა ვიდეოებს,  როგორც კომენტარებში ასევე პირად შეტყობინებებშიც არაერთი ადამიანი მწერდა. მეკითხებოდნენ საიდან მქონდა ამდენი ძალა და ენერგია?! თუმცა იყო ხალხი, ვისაც ჩემი ვიდეოები არ მოსწონდათ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა იმავე გზას გადის?

ჩემი გამოცდილებით ვურჩევდი, რომ პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ დაწვნენ ზურგზე, რადგან ვირუსსაც სწორედ ეს უნდა.  ეს არის ვირუსი, რომელიც თითქოს ხელს გკიდებს და თავისკენ გქაჩავს, ამიტომ უნდა ებრძოლო და არ დანებდე. ვირუსის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი განწყობა, ფიქრები და ხასიათია. ეცადეთ არ მიიღოთ ნეგატიური ინფორმაცია. რაც შეიძლება მეტი ეკონტაქტეთ დისტანციურად საყვარელ ადამიანებს, იცინეთ, იმხიარულეთ, მოუსმინეთ რადიოს, მუსიკას და ა.შ. რაც მთავარია სვით ბევრი ლიმნიანი წყალი. (ლიმონი ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა). არ მისცეთ უფლება ვირუსს, რომ თქვენს განწყობას მოერიოს, იყავით მეტად პოზიტიურები და ყველაფერი კარგად იქნება!

 

 

 

magti 5g