LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ევროპის დედაქალაქ პარიზში, შევიკრიბეთ ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენებაზე სწორედ დღეს, 27 სექტემბერს“ – სალომე ზურაბიშვილი

126
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გახსნა.

სალომე ზურაბიშვილი დისკუსიას დაესწრო და სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს – ჟურნალისტებს, საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წევრებს, დიპლომატებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სიმბოლურია ფაქტი, რომ ევროპის დედაქალაქ პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, შევიკრიბეთ ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენებაზე სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს, რომელიც საქართველოსათვის ტრაგედიის დღეა, რადგან ამ დღეს დაეცა სოხუმი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში, რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g