LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერა დედას მივუძღვენი, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც დედა აღარაა” – თიკა მახალდიანი ,,არტ-FM”-ში

67
maxaldianitika

გადაცემის ლაივი LIVE

20 აპრილს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს მომღერალი თიკა მახალდიანი სტუმრობდა ახალი სიმღერის ,,მზე შემოდგომისა” პრემიერით.

– თიკა, როგორც ვიცი, ახალი სიმღერა დედას მიუძღვენი?

– სიმღერა მართლაც დედას მივუძღვენი. გუშინ ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც დედა აღარაა, ამიტომ ძალიან ვჩქარობდი მის ჩაწერას. მალე კლიპსაც გავაკეთებ, მართალია, ჯერ არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ ძალიან მინდა სადა და ლამაზი ვიდეოს გადაღება.

– ვინ დაგეხმარა კომპოზიციის მომზადებაში?

– მუსიკა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტზე კი, თემო საჯაიამ იმუშავა, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან არც მას ჰყავს დედა, ამიტომ ძალიან გაუჭირდა, თუმცა მაინც არაჩვეულებრივი ტექსტი შექმნა. სიმღერა ცოცხალ ორკესტრთან და სიმებიან კვარტეტთან ერთად ჩაიწერა, რისთვისაც პირველ რიგში დავით უგრეხელიძეს ვემადლიერები, რადგან სწორედ მან შემომთავაზა მსგავსი იდეა.

– შენი გოგონა ხომ არ გეგმავს მუსიკოსობას?

– კირა ჯერ მხოლოდ 3 წლისაა. ძალიან თბილი და კომუნიკაბელური ბავშვია. ძალიან უყვარს სიმღერა და ხშირად მეც კი მაჩუმებს, თვითონ რომ იმღეროს.

– უამრავი კონკურსის მონაწილე ხარ. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა?

– კონკურსებში ბავშვობიდან ვმონაწილეობ. წლების წინაც განსაკუთრებული გრძნობა მქონდა და ახლაც ზუსტად იგივეს ვგრძნობ.

– სცენაზე გასვლის წინ რაიმე განსაკუთრებულ რიტუალს ხომ არ ასრულებ?

– რიტუალს არა, თუმცა ყოველთვის ფორიაქის არაჩვეულებრივი გრძნობა მეუფლება, რომელიც ძალიან მომენატრა. მართალია, ბევრი ამტკიცებს, რომ სცენაზე გასვლის წინ არ ღირს ნერვიულობა, მაგრამ ჩემი აზრით ზომიერი მღელვარება მაინც საჭიროა, რადგან სხვანაირად ვერ იგრძნობ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა პუბლიკის წინაშე გამოსვლა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები