LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა ინგლისურენოვანია, რომელშიც ერთი ქართული სიტყვაა ნახსენები“ – ქეთი ორჯონიკიძე ,,ფორტუნა პლუსის” დილის სტუმარია

146
page

„ფორტუნა პლუსის“ დილის სტუმარია მომღერალი და ტელეწამყვანი, ქეთი ორჯონიკიძე.

როგორ იწყება შენი დილა და რა პროცედურას მიმართავ გამოსაფხიზლებლად?

მხოლოდ მოტივაცია, ვფიქრობ ხოლმე, რომ მივდივარ იმ სამსახურში, რომელიც მიყვარს და უნდა გავაკეთო ის საქმე, რომელიც მაბედნიერებს.

რა ხდება შენს მუსიკალურ კარიერაში?

რაღაც ისეთი პერიოდი იყო, რომ ვერ მოვასწარი საავტორო სიმღერების გამოშვება, აქტიურად არ ვიყავი ჩართული, რაც ჩემი მინუსია და გამოვასწორებ. ერთი სიმღერა თითქმის დავასრულე და თქვენთან მოვიტან აუცილებლად. სიმღერისა და ტექსტის ავტორი მე ვარ, ეს არის ინგლისურენოვანი სიმღერა, რომელშიც ერთი ქართული სიტყვაა ნახსენები, ესაა, „ვიცი“. ნამუშევარი გლობალურ თემატიკას ეხება, არ არის სასიყვარულო სიმღერა, მას სოციალური დატვირთვა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები