LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა ქეთი ხუციშვილმა დამიწერა, მას ეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც… მისი სიმღერები ჰარმონიის, მელოდიის და აზრიანი ტექსტის გამო მომწონს“ – ლოლა წერეთელი

127
ლოლა-წერეთელი;-ქეთი-ხუციშვილი

19 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლოლა წერეთელი და ქეთი ხუციშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში ორი ახალი სიმღერის „გიშრის თვალები“ და „კეკლუცი ღიღილო“ პრემიერა შედგა.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?

ქეთი: ჯერ თანამშრომლობა დავიწყეთ და მერე მეგობრობაში გადაგვივიდა ეს ყველაფერი. ერთმანეთს აჩი ოშხერელის შუამავლობით დავუკავშირდით. ჩვენი ურთიერთობა ძალიან საინტერესოდ დაიწყო. როდესაც ლოლა დამიკავშირდა, უნდოდა, რომ მისთვის სიმღერა დამეწერა. მე უცებ „ეგ თვალები…“ წავუმღერე და მითხრა, მორჩა, ეს სიმღერა ჩემიაო. იქ დაიწყო ყველაფერი…

ლოლა, ქეთის რომელმა სიმღერამ მოგხიბლა და გაგიჩინა მასთან დაკავშირების და თანამშრომლობის სურვილი?

ლოლა:  „მადლობა ამისთვის“ რომ დაიწერა, მე ვთქვი, რომ ჩემი ოცნება იყო რუსა მორჩილაძის სიმღერა მქონოდა, მეორე ოცნება კი ქეთის სიმღერა იყო. ქეთის სიმღერები ჰარმონიის, მელოდიის და აზრიანი ტექსტის გამო მომწონს.

ქეთი, ვისაუბროთ შენს სოლო სიმღერაზე „გიშრის თვალები“, როგორი ისტორია აქვს ამ ნამუშევარს?

ქეთი: ამ სიმღერას ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორია აქვს. ზაფხულში ზღვაზე წავედი დასასვენებლად. ლოლასთან ჩავედი, საღამოს სამსახურში მივედი და ლოლა მეუბნება, რაღაც იმღერეო. ვფიქრობდი, რა ვიმღერო-მეთქი და ეს სიმღერა შევარჩიე. სიმღერა არც ისე ახალი იყო, ვიწრო წრეში უკვე მქონდა რამდენჯერმე ნამღერი. ვიმღერე „სადა ხარ სიყვარულო, ნეტავ სადა ხარ…“. ლოლას ვუთხარი, რომ ამ სიმღერისთვის „სად ხარ“ უნდა დამერქმია, მაგრამ ლოლამ მითხრა, არა, „ გიშრის თვალები“ არის ეს სიმღერაო და სიმღერას ეს სახელწოდება დარჩა. ლოლა აღმოჩნდა ამ სიმღერის ნათლია. სიმღერა აჩისთან ჩავწერე და მისი ძალიან მადლობელი ვარ.

ლოლა, მოგვიყევი შენს ახალ სიმღერაზე.

ლოლა: სიმღერა ქეთი ხუციშვილმა დამიწერა, მას ეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც. სიმღერის სახელწოდებაა „კეკლუცი ღიღილო“. არანჟირება დავით დავიდოვმა გააკეთა. სიმღერა აჩი ოშხერელთან ჩაიწერა.

როგორია სამომავლო გეგმები?

ლოლა: ისევ ქეთის 2 სიმღერაზე ვმუშაობ, იქნება დუეტიც.

 

ქეთი ხუციშვილი – გიშრის თვალები

 

ლოლა – კეკლუცი ღიღილო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლოლა & ქეთი ხუციშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები