LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერის გარეშე ვერ ვიარსებებ, დღეს სწორედ ახალი სიმღერით მოვედი” – სოფო ბედია სტუმრად ,,არ დაიდარდოში”

26
sofobedia2021

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ მომღერალი სოფო ბედია სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა შემოქმედებით ცხოვრებაზე, გადაცემის ბოლოს კი შედგა სიმღერის პრემიერა „შენი ღიმილი“. როგორც სოფომ აღნიშნა ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც გეგმავს.

მიუხედავად პანდემიისა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ, როგორ ახერხებ ამას ?

ძალიან მომენატრეთ, მივესალმები ჩემს უსაყვარლეს რადიო  „არ დაიდარდოს“ მსმენელს. ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.  სიმღერის გარეშე ვერ ვიარსებებ. ჩემი შემოქმედებითი მოთხოვნილებაა, რომ ვაკეთო ბევრი ახალი სიმღერა, ალბათ სწორედ ამიტომ ვარ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. დღეს სწორედ ახალი სიმღერით მოვედი, ჩემი ერთგული რადიო ხართ და მეც რა თქმა უნდა თქვენი ერთგული ვარ.

შვილებიდან თუ მღერის რომელიმე?

უფროსს ბიჭს არ უყვარს სიმღერა, ჩემს პროფესიას აპროტესტებს. მუსიკამ დედა წაართვა, რადგან ვერ ვუთმობდი დიდ დროს. თუმცა უყვარს ძალიან დედა და მისი ნამღერი. პატარა კი ძალიან მუსიკალურია.

ვიცი, რომ რამდენიმე კლიპი გაქვს გადაღებული..

ჩემი სოლო კლიპი მაქვს ერთი, სახელწოდებით  „მიყვარხარ“, რომელიც უნიჭიერესი კაკი ბოლქვაძის სიმღერაა. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრია. მან იცის ჩემი შესაძლებლობები, გემოვნება და ერთად კარგად ვმუშაობთ. ეს სიმღერაც ძალიან წარმატებული პროექტი იყო. ასევე ვგეგმავთ ახალი კლიპის გადაღებას სიმღერაზე, რომელიც დღეს მოგიტანეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემია არ შეგვიშლის ხელს.

ახლა კი სიმღერის „შენი ღიმილი“ პრემიერა..

ეს სიმღერა გახლავთ ძალიან კარგი, თბილი და უნიჭიერესი ადამიანის ნანა მესხის სიმღერა, ლექსის ავტორი კი არის  მეგრელი ქალბატონი ნაირა მარშანია, ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი კარგი სიმღერისთვის. ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან, არანჟირებაც მას ეკუთვნის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთ მეგრელს, საქსაფონისტს გვანცა გიგიბერიას, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო სიმღერის ჩაწერაში.

 

სოფო ბედია – შენი ღიმილი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სოფო ბედია – მერე. Live

 

სოფო ბედია – აშუღური პოპური. Live

 

სოფო ბედია. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები