ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა, დემი ლოვატომ ახალი კომპოზიცია I Love Me და მასზე გადაღებულ ვიდეო გაავრცელა, თავისი ახალი ნამუშევარი კი შემდეგი სიტყვებით დაახასიათა: „ამ სიმღერით მინდოდა, მეთქვა, რომ პარტნიორის ყოლა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ თავი სრულფასოვან ქალად ვიგრძნო“.
სინგლი არტისტის მე-7 ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.