განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია წერს იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელიც მისი დაკვირვებით, ქართული განათლების სისტემაშია შექმნილი.
გთავაზობთ ექსპერტის ახალ სტატუსს:
„დღევანდელი ჩემი დილა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში:
ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის 12 პირველკურსელიდან ვერც ერთი პასუხობს კითხვას, რამდენ პროცენტს შეადგენს 100-დან 30 მოსწავლე…
ჯგუფში ირიცხება 23 სტუდენტი, მაგრამ ესწრება მათგან მხოლოდ 12. არც ერთი ამ 12-დან ლექციის დაწყებისას აუდიტორიაში არ არის. 5 წუთის დაგვიანებით მოდის 2 სტუდენტი, დანარჩენები კი უფრო გვიან. მთავარი წუხილია, „არებს ხომ არ დაგვიწერთ?“ – ნაცვლად იმისა, რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ გამოვტოვე, ან უპატივცემულობა ხომ არ არის, რომ ვიგვიანებ?
რითია დაკავებული ამ დროს უნივერსიტეტის ბიუროკრატია? უხსნის განათლების მიმართულების პროფესორებს, რომ სილაბუსში უნდა ეწეროს, რომ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი „აანალიზებს …“ იმის ნაცვლად, რომ ეწერო,ს რომ „სტუდენტს შეეძლება გააანალიზოს…“
როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, იყო უსამართლო – პროფესორი სიმონ ჯანაშია