Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა. მოდის კვირეულზე ჩვენებების პარალელურად შოურუმებიც ფუნქციონირებს. ეს დამატებითი სივრცეა, სადაც ბაიერებს, ჟურნალისტებს და მისულ სტუმრებს ახალი კოლექციების დათვალიერების საშუალება აქვთ. მოდის კვირეულის გახსნაზე სიმონ მაჩაბელმა გვისპინძლა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოლექციებს კომერციის მიზნით არასდროს ქმნის. „ეს არის თილისმა, ტანსაცმელი, რომელსაც აქვს ძალა, რომ დაგიცვას ბოროტისგან“, – ამბობს დიზაინერი.
სიმონ მაჩაბელმა მისული სტუმრები მაღალი მოდის სილუეტებით აღაფრთოვანა. ხოლო დიზაინერ ერვე პენესგან ასეთი შეფასება მიიღო: „ეს გამოფენა იყო ძალიან ემოციური. მე ვფიქრობ, რომ სიმონი მხოლოდ დიზაინერი არ არის, ის პროფესიონალიზმის უმაღლეს საფეხურზე დგას. მე მოლოდინი მაქვს, რომ ის უფრო ცნობილი გახდება, მიუხედავად მისი სიმორცხვისა. სიმონიკოს კოსტიუმები გენიალურია, მე პირადად ძალიან მომწონს“.