LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმშვიდის კუნძული თბილისში – ავალონის საახალწლო პროგრამა მზადაა

288

“ავალონი“ წინა საახალწლო მზადებაშია. რესტორანი ციხე-სიმაგრე სტუმრებს, ახალი წლის ღამეს, მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ ღუღუნიშვილმა განუცხადა, ”ავალონი” სიმშვიდისა და ბედნიერი წუთების ახალი კუნძულია თბილისში.

”უნიკალური არქიტექტურის მქონე რესტორანი შესანიშნავი ადგილია მეგობრული, რომანტიკული თუ საქმიანი შეხვედრისათვის, ასევე ოჯახური შეკრებისათვის ან მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად. რაც შეეხება ახალ წელს, საახალწლო ბილეთებზე უკვე დიდი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივი სტუმრებისგან, ასევე ტურისტებისგან, რომელთათვისაც უნიკალური არქიტექტურის მქონე რესტორანი საყვარელ ადგილს წარმოადგენს, ევროპული და ტრადიციული ქართული საგანძურის განსაკუთრებული კერძებით და დესერტებით ,  სასიამოვნო მუსიკით”, – აღნიშნა ღუღინიშვილმა. 

მისივე თქით, რესტორანი საახალწლოდ სტუმრებს ბევრ სიურპრიზს, საჩუქრებსა და დაუვიწყარ მოგონებებს ჰპირდება.

”შეიქმენით საახალწლო განწყობა, გახადეთ ახალი წლის ჯადოსნური ღამე დაუვიწყარი ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად. დაათვალიერეთ რესტორნის მდიდრული დარბაზები, შეიხედეთ სამეფო ოთახში, სადაც ზამთრის გრძელ საღამოს ბუხრის ცეცხლის თამაში გაგათბობთ. თქვენი საახალწლო განწყობისთვის იმღერებენ: თემო რცხილაძე, ელენე ფოჩხუა,  ბორის ბედია, გოგა მესხი, დეა ქევხიშვილი. ამასთან, იქნება ქართული ცეკვები, გვეყოლება სპეციალური სტუმარი ლაპლანდიიდან : სანტაკლაუსი,  საღამოს გააფორმებს . თქვენ გელით ბევრი სიურპრიზი, გათამაშება და საჩუქარი.  საახალწლო შოუ -პროგრამის დასაწყისი : 23:00 – 05:00”, – განმარტა ”ავალონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

ცნობისთვის, მაგიდების დასაჯავშნად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:   (+995 ) 579 52 00 44 , (+995 ) 579 52 00 66,  ( + 995 32) 2 52 00 00 ,  (+ 995 32 ) 2 52 30 20

მისამართი : ა.ბაქრაძის # 40  (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, დიღმის ხიდის მიმდებარე ტერიტორია)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g