LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმსივნის კერები შემცირებულია, მკურნალობა წარმატებით მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოუშვებდნენ“ – სოსო ჯაჭვლიანი თუქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა: რას ამბობს მეგობარი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

412
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

მძიმე სენთან ბრძოლისა და ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, მსახიობ სოსო ჯაჭვლიანს თურქმა ექიმებმა საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს. ამის შესახებ მისმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ ambebi.ge-სთან განაცხადა. მისივე თქმით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთიდან თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. რაც შეეხება მის მდგომარეობას, დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სიმ­სივ­ნურ­მა კე­რებ­მა შემ­ცი­რე­ბა და­ი­წყო.

„სოსო გუ­შინ ჩა­მოფ­რინ­და თურ­ქე­თი­დან. მას ექი­მე­ბის კე­თი­ლი ნე­ბის გამო მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა წა­მო­სუ­ლი­ყო და გა­რე­მო გა­მო­ეც­ვა­ლა. სოსო რამ­დე­ნი­მე თვეა, სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­შია, რაც გარ­და იმი­სა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ძნე­ლია, დიდ ფი­ნან­სურ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

სო­სომ რამ­დე­ნი­მე ქი­მია გა­ი­კე­თა, შემ­დეგ სა­კონ­ტრო­ლო ანა­ლი­ზე­ბი ჩა­უ­ტარ­და და თურ­ქი ექი­მე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან იმით, რომ მათ­მა ძა­ლის­ხმე­ვამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო – სიმ­სივ­ნის კე­რე­ბი არა მარ­ტო და­კონ­სერვდა, არა­მედ შემ­ცი­რე­ბუ­ლიც კია. მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით მი­დის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სო­სოს არ გა­მო­უშ­ვებ­დნენ. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­მო­ეშ­ვათ, მაგ­რამ ექი­მებ­მა ჩათ­ვა­ლეს, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ად­გილ­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი.

იან­ვრის ბო­ლომ­დე თბი­ლის­ში ჩა­ი­ტა­რებს ორ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, შემ­დეგ პა­სუ­ხებს გა­და­აგ­ზავ­ნი­ან სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­ში და იმის მი­ხედ­ვით გა­და­წყვე­ტენ, რა იქ­ნე­ბა საჭირო. რო­გორც ვიცი, სა­უ­ბა­რია 2 მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე – შე­იძ­ლე­ბა გა­უგ­რძე­ლონ ქი­მია, ან გა­და­იყ­ვა­ნონ აბებ­ზე.

ძა­ლი­ან დიდი სა­მე­გობ­რო ჰყავს, ყვე­ლა­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ მის ამ­ბავ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს­გან, სა­მი­ნის­ტრო­დან და მე­რი­ი­და­ნაც აქვს მხარ­და­ჭე­რა და ეს რომ არა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ხარ­ჯებს ის ვერ გაწ­ვდე­ბო­და.

სო­სოს უკვე ვე­სა­უბ­რე, ბევ­რად პო­ზი­ტი­უ­რი და საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა აქვს, წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა, და­ახ­ლო­ე­ბით 5კგ.- მდე (53 კი­ლოგ­რა­მი ჰქონ­და დაკ­ლე­ბუ­ლი და ამის ამო­წე­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლია). თურქ ექი­მებს აქა­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლა მო­უ­წი­ათ. სოსო აღ­ნიშ­ნავს, რომ კლი­ნი­კა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მკურ­ნა­ლობს და რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გულ­სატ­კე­ნია, მათ შო­რის ბევ­რია ბავ­შვი. ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი მად­ლი­ერ­ნი არი­ან იმით, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს სრუ­ლად აფი­ნან­სებს, ლი­მი­ტი შე­უ­ზღუ­და­ვია. ვინც იქ მკურ­ნა­ლობს, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი არი­ან. ახ­ლაც, სოსო და ირმა თბი­ლის­ში რომ წა­მო­ვიდ­ნენ, გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი წა­მო­უ­ღეს მათ, ვინც იქ გა­დი­ოდ­ნენ მკურ­ნა­ლო­ბას და ახლა თბი­ლის­ში აგ­რძე­ლე­ბენ.

სო­სოს­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა, თან ახა­ლი წე­ლია კარს მომ­დგა­რი. სხვა­თა შო­რის, ერთი თვეც არაა, მას შვი­ლიშ­ვი­ლი, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა მე­ო­რე ვა­ჟის­გან, რო­მე­ლიც სო­სოს არც ენა­ხა (რაც სამ­კურ­ნა­ლოდ წა­ვი­და, მას შემ­დეგ გაჩ­ნდა). დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სო­სო­ზე ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს მისი დიდი სა­ახ­ლობ­ლო წრე, იქეთ რა­ღა­ცას იხუმ­რებს… სო­სოს ექი­მებ­მა შე­უქ­მნეს გან­წყო­ბა, რომ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ რად­გან კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ნა მო­უ­წია, ამან მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, ეტყო­ბა, ეჭ­ვებ­ში ჩა­ვარ­და, რომ საქ­მე რთუ­ლად იყო. ურ­ჩი­ეს, შე­გიძ­ლია წას­ვლა, მაგ­რამ რად­გან დი­ნა­მი­კა პო­ზი­ტი­უ­რია, ბა­რემ მას მივ­ყვეთ და უმ­ჯო­ბე­სია დარ­ჩეო. მა­ინც გა­ნი­ცა­და…

ახლა ყვე­ლა­ფე­რი მას­ზე პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა – ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, შვი­ლე­ბი, იუ­მო­რი, ყვე­ლა­ფე­რი წა­ად­გე­ბა. სოსო ხომ ზო­გა­დად ვაჟ­კა­ცი კა­ცია და არის საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზე, არ არის დათ­რგუ­ნუ­ლი.

რაც მთა­ვა­რია, მად­ლი­ე­რია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც გვერ­დში უდ­გას, გულ­შე­მატ­კივ­რობს, მად­ლი­ე­რია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­საც, მაგ­რამ იქ მა­ინც თავს იკა­ვებ­და კო­მენ­ტა­რე­ბის­გან, მეს­მის მისი… სო­სოს არას­დროს ეკლდა მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა, მაგ­რამ ამ ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, რომ იტყვი­ან, ყვე­ლას მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა­ში დნე­ბა, ვინც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სა­დაც არ უნდა მოვ­ხვდე, დღე ისე არ გავა, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ჩე­რე­ბენ და მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­კი­თხე­ბი­ან. მეც ყვე­ლას ვი­ნა­ო­ბას ვე­კი­თხე­ბი (ვი­წერ ხოლ­მე), მერე სო­სოს ვუ­რე­კავ და ვუყ­ვე­ბი. ისე უხა­რია, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ეს მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი თე­რა­პია მგო­ნია…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g