როგორ მოვიქცეთ დამტვერვის პერიოდში ბრონქული ასთმის დროს? – ამ თემაზე ისაუბრა ცნობილმა პედიატრმა, თემურ მიქელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
ექიმი ამბობს, რომ თავდაპირველად ასთმის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რით არის განპირობებული ასთმა:
„გააჩნია რით არის განპირობებული ასთმა, უფრო ხშირად ბავშვებში თუ არ არის სხვა ალერგიული კომპონენტი, არის ვირუსით განპირობებული ვიზინგის ანუ ასთმის, მისი ხშირი გამომწვევია რინო-ვირუსული ინფექცია, რომლის გავრცელება იწყება ახლა, გაზაფხულზე და სწორედ ამ დროს გვაქვს პაციენტების ხშირი მომართვიანობა.
იმ შემთხვევაში თუ ასთმა განპირობებულია სხვა და სხვა ალერგენებით მაგალითად – ოთახის მტვერი, ყვავილობა, დატვირთვის ასთმა სიმსუქნე და ასე შემდეგ, ამ დროს ჩვენ ვურჩევთ თუ რომელ კურორტზე უნდა წაიყვანონ ბავშვი…
დამტვერვის სეზონს უნდა მოვარიდოთ მაშინ, როცა არის ბრონქების ჰიპერ-რეაქტიულობა… დამტვერვის სეზონი არის გამოგონილი მცნება, სინამდვილეში არაფრის მომცემი არ არის დამტვერვის სეზონი ჯანმრთელობისთვის…
ნებისმიერ შემთხვევაში ალერგოლოგი წყვეტს თუ რა თერაპია ჩაუტარდეს პაციენტს“, – ამბობს პედიატრი.
🗣️⁉️ როგორ მოვიქცეთ დამტვერვის პერიოდში ბრონქული ასთმის დროს🗣️⁉️ როგორ მოვიქცეთ დამტვერვის პერიოდში ბრონქული ასთმის დროს
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 09 აპრილი, 2025