სინდი კროუფორდი კლუნების ახლო მეგობარია, ამიტომ მათ მომავალ ტყუპებს მან განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა: მოდელმა ჯორჯისა და ამალის პატარების სახელობის ბოდეები დაამზადებინა და ბუნებრივია, ის ქსელში გააზიარა.
თუმცა ყურადღება ამჯერად არა საჩუქრის ვიზუალმა, არამედ მისმა შინაარსმა მიიქცია: ერთ მათგანზე სახელი ვარდისფრად არის ამოქარგული, ხოლო მეორეზე – ცისფრად. ამ გზით კი სინდიმ უნებლიედ პატარების სქესი გაამხილა, რასაც კლუნები ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ამალის ორსულობის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა. 39 წლის ადვოკატი და 57 წლის მსახიობი მშობლები პირველად გახდებიან.