ლონდონში Magnum Pleasure-ის მაღაზიის გახსნას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. მედიის ყურადღება უფრო მეტად სწორედ სტუმრებისკენ იყო მიმართული. უგემრიელესი ტკბილეულის მაღაზიის გახსნას დაესწრო სინდი კროუფორდის ორეულად მონათლული მოდელიც, ვოუგ უილიამსი. იგი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ბრაიან მაქფადენზე დაქორწინების შემდეგ. ამასთან, უილიამსს საზოგადოება იცნობს სპორტული ვიდეოგაკვეთილებით და მოდური ბლოგებითაც.
წლის ყველაზე გემოვნებიან ქალად მონათლული ვოუგი ლურჯი ფერის ატლასის კაბაში ბრწყინავდა. ზოგიერთ ფოტოზე ის საოცრად ჰგავს სინდი კროუფორდს.
წვეულებაზე, ასევე ,იმყოფებოდა ვინი ჰარლოუ , რომელიც, მიუხედავად კანის თანდაყოლილი იშვიათი დაავადებისა, სუპერმოდელი გახდა.