LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინგაპური “ჭკვიანი” ქალაქის მშენებლობას გეგმავს

178

სინგაპურმა გადაწყვიტა საკუთარი ქალაქები ,,დააჭკვიანოს”. პიონერი ქალაქის მმართველობამ უკვე განაცხადა, რომ ქალაქის ,,დაჭკვიანება” ავტობუსების გაჩერებების ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების აღჭურვით დაიწყება. ახალი ტიპის გაჩერებებზე დამონტაჟდება სხვადასხვა სახის ინფორმაციული დაფები, სადაც ლოდინის რეჟიმში მყოფ ადამიანს საშუალება ექნება ელექტრონული წიგნებით გაერთოს. აქვეა უფასო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის WiFi მოდული.

ასევე ადგილობრივებს კონკრეტული ავტობუსის ადგილზე მისვლის შესახებ მიეწოდება Live ინფორმაცია, თუ სად არის კონკრეტული ტრანსპორტი, აფერხებს თუ არა მას საცობი, რამდენიმე მგზავრი ჰყავს და ა.შ.

გარდა ამისა, ქალაქში პროექტი სხვა სტრუქტურებსაც შეეხო. ერთ-ერთი მათგანია სამშობიარო დაწესებულება, რომელიც ყველაზე პოპულარულია და სადაც უამრავი ადამიან რიგებში დგას ოჯახის ახალი წევების ნახვის მოთხოვნით. სწორედ ამიტომ, ჩვილთა პალატებში ვიდეო აღჭურვილობა დამონტაჟდა, რისი მეშვეობითაც ადამიანებს საკუთარი ახალშობილების ნახვა მისი ჰოსპიტალიდან გამოყვანამდე 24 საათიან რეჟიმში ვიდეო სტრიმის მეშვეობით შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები