სინგაპურში პირველი უპილოტო ავტობუსი გამოსცადეს. იდეის ავტორი შვედური კომპანია „ვოლვო“ გახდა და ავტონომიურ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დიდი იმედები მყარდება.
ავტობუსის სიგრძე 12 მეტრია და მალე ის ჩვეულებრივ გზებზეც გამოჩნდება. ავტობუსი 85 მგზავრზეა გათვლილი და ჩვეულებრივ ტრანსპორტთან შედარებით 80%–ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
სპეციალისტებს სჯერათ, რომ უპილოტო ავტობუსი გზებზე მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს. გარდა ამისა, ავტობუსი მთლიანად ელექტრონული იქნება, გარემოს არ დააბინძურებს და ჰაერში მავნე გამონაბოლქვიც შემცირდება.