სინგაპურის მაცხოვრებელი ვერ გაუმკლავდა მართვას და იშვიათი სუპერქარი Lexus LFA დაამტვრია. ავარიის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე ეივერი ვონგმა გამოაქვეყნა.
გამოცემა The Straits Times-ის ინფორმაციით, ავტომობილის მეპატრონემ შესაძლებლობების დემონსტრირება გადაწყვიტა და გაზის სატერფულს მკვეთრად დაადგა ფეხი. სუპერქარმა მდგრადობა დაკარგა და ტროტუარზე აფრინდა, მანამდე კი ავტობუსს გადაუჭრა გზა.
Lexus LFA 500 ეგზემპლარად აიწყო. მათგან 50 სატრეკო პაკეტით Nurburgring Edition-ით არის წარმოდგენილი. გამოსვლის მომენტში, 2010 წელს მისი ფასი 375 000 დოლარი იყო. ახლა მისი ფასი 650 000 დოლარამდე აღწევს.
LFA-ს კაპოტ ქვეშ 4,8 ლიტრიანი V10 ძრავი აქვს, რომელიც ექვს საფეხურიან სეკვენტალურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. მისი სიმძლავრე 560 ცხენის ძალაა. ნულიდან ას კილომეტრს კი 3,7 წამში ავითარებს.