ელექტრომობილი Tesla Model S სინგაპურის მთავრობამ ეკოლოგიისთვის მავნედ მიიჩნია. მთავრობაში აცხადებენ, რომ ავტომობილი არც ისეთი ეკოლოგიურია, როგორც ამას თავად მწარმოებელი ამბობს.
სინგაპურის ერთ-ერთი მოქალაქე, ჯო ნგაენი სწორედ Tesla-ს ელექტრომობილების იმპორტით იყო დაკავებული. ერთ-ერთი მისი ავტომობილის Tesla Model S დათვალიერების შემდეგ, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ავტომობილი სინგაპურში დაშვებულ ეკოლოგიურ ნორმებს არ აკმაყოფილებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილი მაქსიმალურად ეკოლოგიურ ავტოდ მიიჩნევა, მისი მეპატრონე (ამ შემთხვევაში იმპორტიორი) 11 ათასი დოლარის ოდენობით იქნა დაჯარიმებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ფაქტია, რომ სინგაპურში Tesla-ს პრობლემები შეექმნა.