LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

158
სინოფარმი

დღეიდან ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია, ხოლო ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, „სინოფარმი“ ერთ-ერთი გამორჩეული ვაქცინაა, ვინაიდან მისი ეფექტურობის, უსაფრთხოების მაჩვენებელი, გვერდითი მოვლენების სიხშირე ზუსტად შეესაბამება იმ მოლოდინებსა და რეკომენდაციებს, რაც არსებობს ხარისხიან ვაქცინებთან დაკავშირებით.

დღესვე, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ასაკობრივ ჯგუფებზე განაწილდება „სინოფარმის“ ვაქცინა.

ჩვენ ვიწყებთ საქართველოში მესამე ვაქცინის რეგისტრაციის პროცესს. 4 მაისიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა ძალიან ჩამორჩება საპროგნოზო მაჩვენებელს და ჩვენ გვინდა, უფრო მეტი არჩევანი ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას. ამ მხრივ ჩინური ვაქცინა ერთ-ერთი გამორჩეულია, ვინაიდან მისი ეფექტურობის, უსაფრთხოების მაჩვენებელი, გვერდითი მოვლენების სიხშირე ზუსტად შეესაბამება იმ მოლოდინებსა და რეკომენდაციებს, რაც არსებობს ხარისხიან ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 4 მაისის შემდეგ ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და მივუახლოვდებით იმ ციფრს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.

magti 5g