ფონდის ,,ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე კოვიდინფიცირებულია. მას ვირუსი ვაქცინაციის შემდეგ დაემართა. ამის შესახებ ბახტურიძე სოციალურ ქსელში წერს.
,,მე, როგორც კოვიდიანი, გეტყვით, რომ აშკარად ჩემმა ჩინურმა “სინოფარმმა” უკუაგდო სიცხე სამ დღეში და ვდგავარ ფეხზე. მალე კარგადაც უნდა გავხდე. მე რომ აქამდე “ფაიზერისთვის” მეცადა, ალბათ სასუნთქი აპარატის ქვეშ ვეგდებოდი ახლა და ვერც დღეს დავრეგისტრირდებოდი. ჰოდა, გაიკეთეთ რაცაა ყველამ. ბრენდები “ტუფლებზე” უმოწმეთ ისევ ერთმანეთს,”- წერს იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში.